22:57 - 22 Nov, 2019
2019-10-14 21:29:58, 5761 ნახვა
სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

ცნობისთვის, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 18 აპრილს დაინიშნა. მანამდე იგი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თურნავამ აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქობულია ჩაანაცვლა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან






ისვენებდა თუ არა კომაზე არჩილ თალაკვაძე
ტყვეობის მე-12 დღე - საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედევად, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics