12:56 - 15 Oct, 2019
2019-10-10 13:12:36, 543 ნახვა
მელიას საქმის პროკურორი - არსებობს ვიდეოჩანაწერი, ასევე, პოლიციელების გარდა, სხვა მოწმეების ჩვენებებიც

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

როგორც საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ განაცხადა, ბრალდების მხარე სასამართლოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს წარუდგენს. 

"ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები. არსებობს ვიდეოჩანაწერები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა. დრევანდელ სხდომაზე ვიშუამდგომლებთ ამ მტკიცებულებების დაშვებას. საქმეშია პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, სადაც არის მისი მოწოდებები, ასევე მისი მოქმედებები და მისი მოქმედებებით და მოწოდებებით გამოწვეული სხვა პირების ქმედებებიც. პოლიცელთა ჩვენებების გარდ,ა სხვა მოწმეების ჩვენებებიც დევს საქმეში. ისინი ადასტურებენ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რაც ასახულია სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ ვიდეოებში, ასევე მათ ჩვენებში", - განაცხადა პროკურორმა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics