13:36 - 15 Oct, 2019
2019-10-10 12:15:03, 291 ნახვა
ზალკალიანი: სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გახსნა, გახარიას და ალიევის შეხვედრის შედეგია

"ის ფაქტი, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის გახსნილი იქნება დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები, სწორედ საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია- დავით ზალკალიანი",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში წარმოქმნილი დაბრკოლებები მოიხსნა, რაც სწორედ აღნიშული შეხვედრის შედეგია.

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას და ამ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს. მათ შორის, მოგეხსენებათ დავით გარეჯის თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და  ის რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით, სწორედ ამ ორმხრივი შეხვედრიდან გამომდინარეობს, სადაც იყო ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა მიმართულებაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ, გამომდინარე იქიდან , რომ პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე, საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, რომ ის არსებული დაბრკოლებები რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა დაუყოვნებლივ მოვხსნათ და კარგია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შედეგად მივაღწიეთ ამას",-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, პარარელურად გაგრძელდება მუშაობა სადემილიტაციო კომისიის ფარგლებში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთობლივად მივარწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორივე მხარისთვის მისაღებ ფორმებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტის განვითარება და ინვესტიციები იყო ასევე ის ძირითადი თემები, რომლებზეც შეხვედრებზე გამახვილდა ყურადღება.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად  დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება.

ცნობისთვის, ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics