03:31 - 14 Dec, 2019
2019-10-09 17:09:25, 5831 ნახვა

სხვადასხვა/
ისრაელში 5000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს [ფოტო]

ისრაელში, თელავივის ჩრდილოეთ ნაწილში, არქეოლოგებმა 5000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სპეციალისტების განმარტებით, ეს ბრინჯაოს ხანის ყველაზე მასშტაბური ურბანული ტერიტორიაა, რომელიც რეგიონში დღემდე აღმოუჩენიათ. მათოვე მტკიცებით, ამ აღმოჩენამ შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ისტორია. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქი, რომელიც თელავივიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საგზაო სამუშაოების დროს შემთხვევით იპოვეს. არქეოლოგები მას აღწერენ, როგორც კოსმოპოლიტურს და დაგეგმარებულს. ქალაქის ფართობი 65 ჰექტარს მოიცავს, სადაც დაახლოებით 6 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. 

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს ადრეულ ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკია.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა






პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
„ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“ - დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics