12:57 - 15 Oct, 2019
2019-10-09 16:33:58, 506 ნახვა
„თქვი ასე, თუ არა დედას მოგ******თო“ - მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა, ირწმუნება, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა აიძულეს

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი გეთაშვილის მამა ჯონი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა აიძულეს.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის. 

"ჯერ გვეუბნებოდნენ, აქ არა გვყავს შენი შვილიო. სად არის ვეუბნები, მანახეთ, შევხედავ თვალებში და ამოვიცნობ ვინ არის. ჩემი შვილი არ არის მკვლელი, მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ ამაში. ფანჯრიდან მესმის ხმა, - "თქვი ასე, თუ არა დედას მოგ******თო", - განაცხადა ოქრუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმეზე 5 პირი დააკავეს, მათ შორის ყოფილი და მოქმედი პოლიციელები. 

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics