12:56 - 15 Oct, 2019
2019-10-09 15:05:29, 820 ნახვა
თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა - ის დეპუტატ ჯიკარიანის დაპატიმრებას ითხოვს

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილება გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანა. 

თამთა თოდაძე უწყებაში იყო დაბარებული, სადაც მას საქმის მასალები გააცნეს. როგორც თოდაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის წერილზე აქვს ხელი მოწერილი.

როგორც თოდაძემ განაცხადა, მისი მთავარი მოთხოვნაა დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და მანდატი მოეხსნას. 

"გავეცანი საქმის მასალებს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებეულია ძალიან დიდი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ძირითადი ნაწილი იმის შემდგომ არის ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამ ამბის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის აქტზე, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის რომ პატიმრობა შეეფარდოს ილია ჯიშკარიანს და შეუწყდეს საკრებულოს მანდატი, იმიტომ რომ როდესაც დიდია ძალაუფლება, დიდია გავლენა ძალიან დიდია იმის ალბათობაც რომ ხდება მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა", - განაცხადა თამთა თოდაძემ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics