21:27 - 20 Jan, 2020
2019-10-09 15:08:50, 1057 ნახვა

რეგიონი/
მეხანძრე-მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტში დაკარგული ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ონის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში მყოფ 2 ტურისტს, სავარაუდოდ, გზა აებნა და  მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყეს საძიებო სამუშაოები.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველთა ჯგუფები ტყეში, 16 კილომეტრის მონაკვეთზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები და ისინი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება - ორივე პირი თავს კარგად გრძნობს.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ამბროლაურის და ონის განყოფილებების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა - LIVE






ოპოზიცია მოლაპარაკებების „მეხუთე რაუნდზე“ მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს
განათლების სამინისტროსგან კულტურის უწყების გამოყოფას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics