22:44 - 20 Jan, 2020
2019-10-09 14:02:37, 855 ნახვა

საზოგადოება/
დოლიძე: უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, „ოცნების“ რეალობაში კი მიღებულია უდიპლომო პროკურორი, მინისტრი და მოსამართლე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარ ფასეულობას არა პროფესიული კომპეტენცია, არამედ პიროვნული ერთგულება წარმოადგენს. 

დოლიძემ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ქართულ კინო კლასიკას შეადარა, მაგალითად კი, უდიპლო სასიძო მოიყვანა. 

"თუ ქართულ კინო კლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო, "ქართული ოცნების" რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ნასწავლი და კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სახლში ზის და სამსახურს ეძებს. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ "ქართული ოცნების" რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება და არა კომპეტენცია და არა სამშობლოსადმი თავდადება", - აღნიშნა ანა დოლიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ. აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურორის დიპლომმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" შეისწავლა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა.




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა - LIVE






ოპოზიცია მოლაპარაკებების „მეხუთე რაუნდზე“ მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს
განათლების სამინისტროსგან კულტურის უწყების გამოყოფას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics