13:13 - 15 Oct, 2019
2019-10-09 13:54:38, 561 ნახვა
„მინდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩამეხედა და კითხვა დამესვა“ - მაჩალიკაშვილი კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში არ უშვებდნენ. 

მაჩალიკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და გენერალური პროკურორისთვის შალვა თადუმაძესთვის კითხვის დასმა სურდა. აღნიშნულ მოთხოვნას, პარლამენტთან ხმაური მოჰყვა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში მაჩალიკაშვილის არ შეშვების საკითხი დააყენეს, მას შენობაში შესვლის უფლება მიეცა. 

ამასთან, როგორც მაჩალიკაშვილს განუმარტეს, მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები შალვა თადუმაძეს უსმემენ, დასწრების და კითხვის დასმის უფლება არ აქვს.

თავად მაჩალიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ მას თადუმაძისთვის "თვალებში ჩახედვა" სურდა. 

ამ დროისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა სხდომას არ ესწრება. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics