12:56 - 15 Oct, 2019
2019-10-09 13:10:08, 615 ნახვა
10 ეკომიგრანტი ოჯახი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ჩაერთვება

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვა გრძელდება.

კომისიამ განიხილა ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიების შუამდგომლობები 21ეკომიგრანტი ოჯახის „ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვის მიზნით, აქედან დაკმაყოფილდა 10 ოჯახის განაცხადი, დანარჩენი 11 ოჯახი განხილული იქნება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ.

ასევე განხილული იქნა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზე დამატებით 2 ოჯახს გაუფორმდება ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის შეძენის მიზნით.

პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. წელს პროგრამით საცხოვრებელი სახლი შეიძინა 73-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics