22:56 - 15 Oct, 2019
2019-10-09 12:15:30, 708 ნახვა
ნათია თურნავა - ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად, რომ გავზარდოთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა

„ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ საქართველო 12-თვიანი მიმზიდველი ტურისტული ბაზარი გახდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „პირისპირ" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი სამთავრობო გუნდი მუშაობს, რომ შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველი იქნება სეზონის მიუხედავად.

„რა თქმა უნდა, ისევ სამთო კურორტები იქნება მნიშვნელოვანი და თქვენ იცით, რომ ბევრი სიახლე გვაქვს ამ მიმართულებით. ბაკურიანს ვავითარებთ ძალიან ძლიერი ტემპებით, რომ  2023 წელს ღირსეულად დავხვდეთ საერთაშორისო ჩემპიონატს ფრისტაილში. თუმცა, მთავარია ის თანმდევი ეფექტი, რომელიც გვექნება, როცა ბაკურიანს გარდავქმნით ევროპული სტანდარტის შესატყვის  კურორტად. რა თქმა უნდა,  ასევე ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განახლებაზე ზამთრისა და ზაფხულის სხვა კურორტებზეც", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამომავლო გამოწვევაა, საქართველოს წარმოჩენა ტურისტისთვის მიმზიდველ ქვეყნად წლის ნებისმიერ დროს.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს გააჩნია უნიკალური ბუნება და აქვს უამრავი შესაძლებლობა, თუმცა, ქვეყნის ცნობადობას ჯერ კიდევ სჭირდება ზრდა.

„სწორედ აქეთკენ არის მიმართული ჩვენი მარკეტინგული კამპანია და ჩვენი ტურისტული ადმინისტრაციის ძალისხმევა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და პრემიერის მოსაზრებაა, რომ მარკეტინგული კამპანია ერთმა უწყებამ, მაგალითად, მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციამ კი არ აწარმოოს, არამედ, ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, ნებისმიერმა სტრუქტურამ და ყველგან გამოიყენოს შესაძლებლობა, გააცნოს უცხო ქვეყნის წარომადგენლებს საქართველო. ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად საზღვარგარეთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საქართველო დღეს საკმაოდ წინ არის წასული და ვხედავთ ჩვენი ქვეყნის აღიარებას იქნება ეს სხვადასხვა გამოფენები, კონფერენციები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც საქართველო განთავსების ცენტრად აირჩიეს.

 „უამრავმა ადამიანმა ჩვენი დახმარებით გაიგო, რომ საქართველო ძალიან ბევრი უნიკალური თვისებით შეეგებება ტურისტს. ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე ქართული ბუნება, ტოლერანტობა და სტუმართმოყვარეობის ფენომენია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics