13:38 - 15 Oct, 2019
2019-10-08 17:08:28, 791 ნახვა
ფინანსთა მინისტრი და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის ახალ დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა ახალ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს ADB-სთან პარტნიორობის გაღრმავებას.

თავის მხრივ, შეინ როზენტალმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან 2019-2023 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიზანია, რეგიონული კავშირების გაღრმავება, კერძო სექტორის განვითარება, ურბანული განვითარების მხარდასაჭერად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ADB-ის როლის გაფართოება/გავრცელება განათლების, პროფესიული განვითარებისა და  საჯარო მმართველობის მიმართულებით.

შეინ როზენტალი ავსტრალიის მოქალაქეა. აზიის განვითარების ბანკში მუშაობს 2004 წლიდან. ორგანიზაციაში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა. 2016-2019 წლებში იყო  ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი სომხეთში.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics