02:14 - 29 Feb, 2020
2019-10-08 14:26:51, 1545 ნახვა

სამართალი/
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური გაათავისუფლეს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადასახდელად მას 45 დღე მიეცა. 

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა დააყენა. ბრალდების მხარე უფლებადამცველის შუამდგომლობას დაეთანხმა. თავად ჯიქური ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. 

ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აგრეთვე მას მინიმუალური გირაო შეუფარდა. 

 




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics