16:48 - 18 Feb, 2020
2019-10-08 13:12:47, 1358 ნახვა

სამართალი/
ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს ვადების დარღვევაში ადანაშაულებს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს ვადების დარღვევაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ მან სასამართლო სისტემის შეფასებისას განაცხადა. 

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ამ დრომდე სხდომა არ დანიშნულა. 

"მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა სრულიად უსამართლოდ დამაბრალა რუსეთის აგენტობა რის გამოც, მე სასამართლოს მეშვეობით მას პასუხი მოვთხოვე. თითქმის ერთი წელია, რაც სააპელაციო სასამართლოში დევს ჩემი საქმე და სააპელაციო სასამართლოდან გადაწყვეტილება ვერ მივიღე, რაც ჩვენი ყველა საკანონმდებლო ნორმის დარღვევაა. საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს აქვს 5-თვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყველა ვადა დაარღვია. "კლანს" უნდა უზენაესი სასამართლო თავისი ხალხით დააკომპლექტოს“- განაცხადა ანა დოლიძემ. 

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი გასული წლის 13 ნოემბერს შეიტანა, თუმცა ამ დრომდე სასამართლო სხდომა არ დანიშნულა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პლენარული სხდომა - არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics