16:04 - 18 Feb, 2020
2019-10-08 11:32:52, 1223 ნახვა

რეგიონი/
„მადლიერების ნიშნად“ ოკუპირებულ ცხინვალში ცენტრალური ქუჩა ვლადიმერ პუტინის სახელობის გახდა

ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ cominf იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ქუჩის სახელწოდების შეცვლა დიდი ხის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს, 7 ოქტომბერს მიიღეს. 

როგორც დე-ფაქტო მერმა ალან კოჩიევმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება სპეციალურად ვლადიმერ პუტინის დაბადდების დღეს დაამთხვიეს. კოჩიევის მტკიცებით, გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთმა  "მადლიერების ნიშნად, მუდმივი მხარდაჭერისთვის" მიიღო. 

მედიის ცნობით, მანამდე ქუჩა მოსკოვის სახელობის იყო. ქუჩაზე, რომელმაც პუტინის სახელი უნდა ატაროს დიდების ხეივანი, მოედანი, ავტოსადგური და საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება. 




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics