13:45 - 15 Oct, 2019
2019-10-07 17:57:22, 2382 ნახვა
მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭა აღმოჩენას, რომელიც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება

2019 წლის ნობელის პრემია, მედიცინაში მიიღეს ამერიკელებმა მეცნიერებმა უილიამ კელინმა და გრეგ სემენეტმა, ასევე ბრიტანელმა მეცნიერმა პიტერ რატკლიფმა.

პრემია გადაეცათ მეცნიერების ნამუშევარს: როგორ რეაგირებენ ცოცხალი სხეულის უჯრედები ჟანგბადის არარსებობას ადამიანის ორგანიზმში. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

სამმა მეცნიერმა გაარკვია, თუ როგორ ადაპტირდებიან უჯრედები ორგანიზმში ჟანგბადის დაცემას.

შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ მეცნიერთა იმ კვლევას, რომელიც ხელს უწყობს ანემიისა და კიბოს მკურნალობას, „ელეგანტური“ უწოდა.

„ჟანგბადის ფუნდამეტური მნიშვნელობა, მრავალი საუკუნის მანძილზეა ცნობილი, თუმცა ჩვენ არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, თუ როგორ ეგუებოდა ჟანგბადის დონის ცვლილება ორგანიზმს.“ - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

აღმოჩნდა, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟანგბადის დონე განსხვავებულია, განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს.

მეცნიერებმა, რომლებმაც მიიღეს ნობელის პრემია, მუშაობენ სამ განსხვავებულ ინსტიტუტში. პიტერ რატკლიფი - ფრენსის კრიკის ინსტიტუტი დიდ ბრიტანეთში, უილიამ კელინი - ჰარვარდში, გრეგ სემენზა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (აშშ).

 მოამზადა ლიკა ბესელიამ




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics