13:47 - 15 Oct, 2019
2019-10-07 16:49:56, 887 ნახვა
თორნიკე რიჟვაძე: ფეხბურთი აჭარაში განვითარების ახალ საფეხურზე გადავა

ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ეროვნული ლიგის სეზონის მთავარი მატჩის დაწყებამდე საზეიმო ცერემონიალი მოეწყო. ხელი მოეწერა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებას აჭარაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას.

მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და კომპანია „ლამინის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბერიძემ მოაწერეს.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ფეხბურთი ჩვენს რეგიონში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში ახალ ეტაპზე, განვითარების ახალ საფეხურზე გადავა," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის დინამოს არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ინვესტორი მიზნად ისახავს უზრუნველყოს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა/განვითარება, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტის მოედნების, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის, სავარჯიშო დარბაზების, საკონფერენციო დარბაზის, ღია აუზის, კვების ობიექტის და სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა, აჭარის მთავრობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესებულია სპორტის სფეროში ინვესტიციების მოზიდვით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით და რეგიონში საფეხბურთო ტრადიციის აღდგენით. 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics