12:54 - 15 Oct, 2019
2019-10-07 14:10:00, 1746 ნახვა
ამერიკამ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დაიწყო, - ამის შესახებ DW იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯარების გაყვანით ამერიკა თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის გზას უთავისუფლებს.

ამერიკული ჯარის გაყვანის ფაქტი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ანკარის სამხედრო ოპერაცია სირიაში შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს. 

"შეიძლება ნებისმიერ დროს მოვიდეთ, თანაც გაუფრთხილებლა", - დასძინა მან. 

მედიის ცნობით, მანამდე ჯარების გაყვანაზე კომენტარი თეთრ სახლშიც გაკეთდა, სადაც განაცხადეს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ანკარასთან თანამშრომლობას არ აპირებს და ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics