14:02 - 15 Oct, 2019
2019-10-05 11:57:53, 1976 ნახვა
ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე კიბერშეტევა განახორციელეს

ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც ირანის მთავრობასთანაა დაკავშირებული, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე კიბერშეტევა განახორციელა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კიბერშეტევა წარუმატებლად დასრულდა. როგორც Microsoft Corp-ში აცხადებენ, დაჯგუფება მანამდეც აქტიურობდა და რამდენიმე შეტევა ყოფილ მაღალცინოსნებზე, ჟურნალისტებზე და ირანს გარეთ მცხოვრებ ირანელებზე ჰქონდა მიტანილი.

Microsoft Corp-ის ცნობით დაჯგუფებამ, რომელიც „ფოსფორის“ სახელით არის ცნობილი, 214 ანგარიშზე მიიტანა შეტევა, თუმცა არცერთი პირდაპირ ტრამპის საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდებოდა. 

Reuters-ი წერს, რომ ფედერალურმა ბიურომ მომხდარ ფაქტზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics