01:49 - 29 Feb, 2020
2019-10-04 10:58:38, 3144 ნახვა

მსოფლიო/
ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ზარალმა მილიარდ რუბლს გადააჭარბა

საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ზარალმა 1 მილიარდ რუბლს გადააჭარბა, - ამის შესახებ Коммерсант-ი იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ავიაკომპანია Победа-ს ზარალმა 500 მილიონ რუბლს მიაღწია, ავიაკომპანია S7-ში ზარალს 600 მილიონ რუბლად, ხოლო Red Wings-ში 200 მილიონ რუბლად აფასებენ.

მედიის ცნობით, კომპანიები ელოდებიან ბიუჯეტიდან ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღავენლობა მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება ზარალისთვის თანხის გამოყოფას არ აპირებს. 

გარდა ამისა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ "ზარალის დაარვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს". 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. კრემლის ლიდერმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღა დაიწყო, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტს სერგეი გავრილოვს მოჰყვა. 

 




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics