00:43 - 29 Feb, 2020
2019-10-03 22:25:26, 7072 ნახვა

სხვადასხვა/
ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა

გადაცემა რეაქციის წამყვანი ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა. - ასე გააპროტესტა ჟურნალისტმა მოძრაობა ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სექსისტური განცხადება.

"მინდა მარტივად გიჩვენოთ, ბატონებო, როგორც ვმუშაობთ და როგორც ვცხოვრობთ, ჩვენ, ქალები", - თქვა ჟურნალისტმა და სტუდიაში ცომის მოზელა დაიწყო.

"მინდა გაჩვენოთ, როგორი მარტივია, როდესაც ქალი ჯერ ცომს მოზელს, შემდეგ ხაჭაპურს გამოაცხობს ან რაიმე სხვას, ამის შემდეგ მოვა სამსახურში და იმ პოლიტიკოსების საქმიანობის გაშუქებას დაიწყებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი დღის განმავლობაში. აი ასე, ძალიან მარტივია.

ჩემი დილა იწყება ხოლმე ასე - ვიღვიძებ, ვიწყებ სახლის საქმეების კეთებას, თუ საჭიროა, ცომის ამოზელვაზეც არ ვამბობ უარს. როცა სამზარეულოს საქმეებს მოვრჩები, ვალაგებ სახლს, ვემზადები და მხოლოდ ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში, ბატონებო, რომლებსაც გგონიათ, რომ ქალი მხოლოდ "კუხნაში" უნდა იყოს. 

როცა ცომს ვზელ, ამ დროს ვფიქრობ ხოლმე ჩემი გადაცემის თემებზე და იმაზე, თუ რა კითხვა უნდა დავუსვა გადაცემის რესპონდენტებს. 

სამსახურში მოვდივარ, სტუდიაში შევდივარ. მშვიდად ვარ იმით, რომ სახლში ყველფაერი წესრიგში მაქვს და ვამბობ - საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, წარმოგიდგენთ მე, ინგა გრიგოლია.

აი, ასეთები ვართ ქალები საქართველოდან", - თქვა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics