14:05 - 15 Oct, 2019
2019-10-03 19:49:43, 3609 ნახვა
დიდ გაფანტვამდე საათები დარჩა - ლელა წურწუმია გრანდიოზული შოუსთვის მზადაა - ვიდეო

ხვალ 4 ოქტომბერს, სპორტის სასახლე,  ლელა წურწუმიას საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს. 

კონცერტზე პირველად შედგება ლელა წურწუმიასა და ელექტრონულ დუეტ Holy Moly-ს, ლაშა ყიფშიძისა და თინა ჯანელიძის საერთო ნამუშევრების, ლელას კომპოზიციების ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია.

ამასთან A კატეგორიის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, კონცერტზე მისულს თქვენს ადგილზე საჩუქარი დაგხვდებათ მაისურის სახით, რომელზეც მომღერალია გამოსახული.
პერფორმანსს თავისი ენერგიით შემოუერთდებიან თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო „თედასი“ და Mess Dance Studio. მოწვეული მომღერლებიც – სტეფანე მღებრიშვილი, მაკა ზამბახიძე, დუეტი ჯორჯია, ნოდიკო ტატიშვილი – რომლებიც ლელასთან ერთად დუეტით წარდგებიან მსმენელის წინაშე.
აქვე მოისმენთ მომღერლის უახლესი სიმღერის – წამიყვანე სიყვარულთან – პირველ ცოცხალ შესრულებას . კონცერტს აკომპანირებას გაუწევენ პროფესიონალი მუსიკოსები.

ბენდი NonStop:
დრამი – სანდრო სახამბერიძე; კლავიში – ნიკოლოზ ჩარკვიანი; ბასი – კოკა მამალაძე; გიტარა – ზურა კიკნაძე; საყვირი – არჩილ დავითაშვილი; საქსაფონი – დიმიტრი ლეკვეიშვილი.
ბექ ვოკალი: გიორგი თორაძე, ანა ჭუმბურიძე, ნათია ოქრუაშვილი, თათა ოქრუაშვილი.

DJ SET: HOLY MOLY
მოწვეული სტუმრები: ბასი – ლევან დეისაძე,  კლავიში – თამუნა შეყილაძე,  პერკუსია – დიმიტრი საკანდელიძე,  დუდუკები – დავით ქავთარაძე (უფროსი), დავით ქავთარაძე (უმცროსი).
რეჟისორი – დავით დოიაშვილი; სცენოგრაფია – ვანიკო ჭელიძე; პროდიუსერი – კახი მამულაშვილი.
სპორტის სასახლის კარი 20:00-ზე გაიღება.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics