13:22 - 15 Oct, 2019
2019-10-03 11:22:11, 4055 ნახვა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯისთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ფიჯელებმა ლელოს დადებით მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში ფიჯელებმა 6 ლელო დადეს. ქართველებმა კი მხოლოდ 7 ქულის დაგროვება შეძლეს, 55-ე წუთზე მამუკა გორგოძის ლელო სოსო მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა. საბოლოოდ ბორჯღალოსნები 10:45 დამარცხდნენ.

ცნობისთვის, ბორჯღალოსნები მორიგ შეხვედრას ავსტრალიის ნაკრებთან 11 ოქტომბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics