17:29 - 18 Feb, 2020
2019-09-30 15:35:41, 5889 ნახვა

Lifestyle/
რიკი მარტინს მეოთხე შვილი ეყოლება

მომღერალმა და კომპოზიტორმა რიკი მარტინმა განაცხადა, რომ მამობისთვის კვლავ ემზადება. 

28 სექტემბერს მარტინი  საკუთარ მეუღლესთან და შვილებთან, ვალენტინოსთან და მათეოსთან ერთად  ყოველწლიურ საქველმოქმედო ვახშამს სტუმრობდა. ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა და მასზე მომღერლის ოჯახი სრული შემადგენლობით იყო დაპატიჟებული, მაგრამ 8 წლის ლუსია, რიკის უმცროსი ქალიშვილი სახლში,ძიძასთან ერთად დარჩა. 
როცა რიკის სცენაზე, ქველმოქმედების პოპულარიზაციაში ჯილდოს გადმოსაცემად მოუხმეს, 47 წლის მომღერალმა  საკუთარი მეუღლის როლი მისი მსოფლმხედველობის შეცვლაში ხაზგასმით აღნიშნა, აგრეთვე მარტინმა თქვა, რომ ოჯახი მას აძლიერებს და ბავშვები არის მისი ყველაზე დიდი მიღწევა:"ჩემო ვალენტინო და მათეო, მთელი გულით მიყვარხართ. თქვენ ჩემი ძალა და შთაგონება ხართ"-თქვა  მარტინმა სცენიდან და დაამატა, რომ მალე მათ კიდევ ერთი პატარა ოჯახისწევრი შეემატებათ. 

 




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პლენარული სხდომა - არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics