14:19 - 15 Oct, 2019
2019-09-28 18:07:12, 4070 ნახვა
ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო ბატალიონის სიტუაციური საველე სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 3-კვირიანი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე სიტუაციური საველე სწავლებით დაასრულა.

სწავლება საინჟინრო აფეთქებებს, სატანკო ქვედანაყოფების და ქსმ ქვედანაყოფების სროლებს, ასევე ტაქტიკურ გადაადგილებებს მოიცავდა. ქვედანაყოფებმა თავდაცვის და კონტრშეტევის, ქიმიურ იარაღზე რეაგირების და საინჟინრო გარღვევის ოპერაციები განახორციელეს.

წვრთნების მიზანი თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად ტაქტიკური ამოცანების დახვეწა, ქვედანაყოფების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იყო.

სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადების და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. საინჟინრო წვრთნაში საარტილერიო ბატალიონი, ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ოცეული და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ასეულიც იყო ჩართული.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics