22:56 - 15 Oct, 2019
2019-09-21 18:53:24, 2009 ნახვა
კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, თბილისი მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ, სკოლის მოსწავლეებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მოხალისეებმა და  კამპანია „გარემოს გულისათვის“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიიღეს.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

კამპანიის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში თბილისის სკოლებს შორის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც სკოლა „სერვანტესმა” გაიმარჯვა.

CENN USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ გარემოს დაცვით კამპანიას – „გარემოს გულისათვის“ (Keep Georgia Beautiful), რომლის მიზანი გარემოზე ზრუნვაა მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია უკვე 27 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სკოლებს, რომლებიც ზრუნავენ მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics