22:59 - 15 Oct, 2019
2019-09-21 17:43:56, 3057 ნახვა
100-ზე მეტი დაკავებული - პარიზში, პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. შეტაკებები სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა. ადგილზე 7 ათასი სპეცრაზმელია მობილიზებული. 

მედიის ცნობით, მასშტაბური ოპერაცია სამართალდამცავებმა „ყვითელჟილეტიანებსა“ და კლიმატის დამცველთა აქციის მონაწილეებს შორის შესაძლო შეტაკების ასარიდებლად ჩაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა. მას შემდეგ ისინი აქციებს პერიოდულად აწყობენ. 

 

 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics