11:31 - 18 Oct, 2019
2019-09-21 17:01:28, 855 ნახვა
თბილისის მერის მოადგილე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

დასუფთავების აქციის დაწყებამდე, მაია ბითაძემ იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. 1999 წელს, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ვმუშაობდით „ნარჩენების შესახებ კანონზე", რომელიც მხოლოდ 2015 წელს მივიღეთ, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ისინი ათეული წლების განმავლობაში გვიწევდნენ დახმარებას, რათა იმ მომავალი თაობის ცნობიერება, რომელიც აქ იმყოფება, სხვაგვარი ყოფილიყო. მადლობა მინდა, ასევე  გადავუხადო CENN–ს, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორია. CENN–ისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, გასულ წელს თბილისში სეპარირებული ურნები განვათავსეთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს. არც ერთი იქ შეგროვებული ნარჩენი არ მიდის ნაგავსაყრელზე, არამედ მეორად პროდუქტად გადაქცევას, რეციკლირებას ექვემდებარება. აქ იმყოფებიან „თბილსერვისის“ წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისის ქუჩების მოვლა-დასუფთავებაზე. მე მოსახლეობის იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების შრომა თუნდაც იმით დაფასდება, რომ დამატებით ნარჩენს არ გადავაგდებთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

პარლამენტის პლენარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics