23:15 - 15 Oct, 2019
2019-09-21 16:06:32, 670 ნახვა
ირაკლი ოქრუაშვილისა და 20 ივნისის დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის  ირაკლი ოქრუაშვილისა და 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე  20-21 ივნისს დაკავებული 4 პირის უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი, „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ ხელმძღვანელი ირაკლი კიკიანი, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და 20-21 ივნისის დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება.

როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, კარვები პარლამენტის წინ მანამდე იქნება გაშლილი, ვიდრე  20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულ პირებს არ გაათავისუფლებენ.

მათი განმარტებით, აღნიშნულ კარავს „გავრილოვის პატიმრების“ სახელი ერქმევა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics