22:55 - 15 Oct, 2019
2019-09-21 16:02:10, 565 ნახვა
ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში,  შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა.

ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფეიქრების ქუჩაზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics