22:56 - 15 Oct, 2019
2019-09-21 12:25:41, 566 ნახვა
PSP მომხმარებელს ცნობილ კორეულ ბრენდს „მიზონს“ სთავაზობს

20 სექტემბერს სასტუმრო „სტამბაში” PSP-მ კორეული ნატურალური კოსმეტიკური ბრენდი „მიზონი“ წარადგინა. ეს კიდევ ერთი სიახლეა ქართულ-კორეული ბიზნეს ურთიერთობების მიმართულებით.
ღონისძიებას დაესწრო კორეის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კორეის დროებითი რწმუნებულის ბატონი კიმ სე ვუნგის ხელმძღვანელობით.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა PFD-ს აღმასრული დირექტორი ბატონი ქუანგ ნანგუნგი. PFD ბრენდი „მიზონის“ მწაროებელი კომპანიაა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ PSP ჯგუფის დამფუძნებლები და თანამშრომლები, მედიის წარმომადგნლები, ინფლუენსერები და საზოგადეობის ცნობილი სახეები.

უკვე 25 წელია PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია და სწორედ მომხმარებლის ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით PSP-მ საქართველოში პირველად შემოიტანა კორეული ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი - მიზონი. მიზონი მსოფლიოში ცნობილი კორეული კოსმეტიკური ხაზია, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული ნებისმიერი ასაკის და კანის ტიპისთვის. სწორედ ეს კომპონენტი ახდენს კანის სწრაფ და ეფექტურ რეგენერაციას და ლიფტინგს. „მიზონი“ უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს და ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტს.
 
ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს და კორეის ბიზნეს თანამშრომლობის დაწყება. უახლოეს მომავალში PSP კვლავ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას.
 "მიზონის" მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო მომხმარებლებისთვის საყვარელ ბრენდად გახდომა. ასევე ჩვენი პროდუქციის მთავარი მიზანი არის ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხი. სწორედ ამიტომ, 12 წლის წინ შეიკრიბნენ სილამაზის სფეროს წარმომადგენლები, სტილისტები და შექმნეს ისეთი პროდუქტი, რომელიც საწინდარი იქნებოდა ჯანსაღი და ნათელი კანისთვის. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას PSP-სთან, არა ერთხელ გვქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ PSP არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ქსელი და საუკეთესოა თავის სფეროში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა. დღეს მსოფლიო მასშტაბით"მიზონი" 56 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მოხარულები ვართ, რომ ახლა ამ ქვეყნებს შორის უკვე საქართველოც არის წარმოდგენილი. გვინდა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ იცოდეს "მიზონის" შესახებ", - განაცხადა "მიზონის" დირექტორმა კვანგ ნამ გუნმა.

PSP-ს მარკეტინგის დირექტორის თორნიკე გურულის თქმით, ქსელი "მიზონთან" ხელშეკრულების გაფორმებით მომხარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. 

"კორეული კოსმეტიკა მსოფლიოში ძალიან ტრენდულია, შესაბამისად PSP-მ როგორც ლიდერმა კომპანიამ გადაწყვიტა ლიდერ კორეულ ბრენდთან გაეფორმებინა ხელშეკრულება. დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში "მიზონი" იქნება წარმოდგენილი. ქალები და მამაკაცები უკეთესად იზრუნებენ საკუთარი კანის ჯანმრთელობაზე და PSP-ს ქსელში "მიზონი" ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება", - აღნიშნა გურულმა. 

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics