22:58 - 15 Oct, 2019
2019-09-20 18:59:12, 1054 ნახვა
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის გახსნილ დანაშაულს ევროპოლი ეხმაურება

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავების შესახებ ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„ავსტრალიის, საქართველოსა და აშშ–ს სამართალდამცავმა და პროკურატურის ორგანოებმა, ევროპოლის მხარდაჭერით, გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ჩართული იყო ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადებასა და გავრცელებაში.

ბოლო თვის განმავლობაში საქართველოს პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი, მათ შორის იმ ფოტოგრაფიული სტუდიის მეპატრონეები და თანამშრომლები, სადაც ხდებოდა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადება. დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის იყვნენ ასევე აშშ–სა და ავსტრალიის მოქალაქეები. ქართველ თანამზრახველთა დახმარებით, ისინი ახდენდნენ საქართველოში, კერძოდ თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი გამოსახულებების დამზადებას. ბავშვებზე ძალადობის შემცველი, დამზადებული მასალების შემდგომი გავრცელება ხდებოდა ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა მოახდინა 8–14 წლის ასაკის 10–მდე გოგონას იდენტიფიცირება, რომლებიც არიან ამ ქსელის მსხვერპლები. გოგონათა ნაწილის მსხვერპლად ქცევა განხორციელდა მათი მშობლების თანხმობით, 500–დან 3000 ლარამდე (დაახლოებით 150–დან 900 ევრომდე) თანხის სანაცვლოდ.

საქართველოს პოლიციამ, ევროპოლის მხარდაჭერით, განახორციელა ჩხრეკა უკანონო ფოტოსალონებში და ამოიღო კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც შეიცავდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამოსახულებებსა და ვიდეოებს. ამოღებულ იქნა ასევე ძვირფასი კამერები, განათებისა და კომპიუტერული აღჭურვილობა.

ევროპოლმა აღნიშნულ გამოძიებას დახმარება აღმოუჩინა ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლის გაადვილების, ოპერატიულ–ანალიტიკური და ოპერატიულ–სამძებრო მხარდაჭერისა და ოპერატიული ღონისძიებების ადგილზე მხარდაჭერის მიზნით ორი ექსპერტის მივლენის გზით“.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics