23:33 - 15 Oct, 2019
2019-09-20 16:08:22, 3097 ნახვა
მსახიობი პაველ უსტინოვი გაათავისუფლეს

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ მსახიობი პაველ უსტინოვი, რომელსაც სპერაზმელზე თავდასხმას ედავებოდნენ, გაათავისუფლა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უსტინოვი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების თანახმად, 3 აგვისტოს მიმდინარე აქციის დროს, მსახიობი პაველ უსტინოვი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. უწყების ცნობით, დაკავების დროს უსტინოვმა სპეცრაზმელს წინააღმდეგობა გაუწია და მას დაზიანებები მიაყენა. მსახიობი ბრალს არ აღიარებდა.

16 სექტემბერს სასამართლომ მსახიობს 3.5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მსახიობის გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვის ქუჩებში საზოგადო მოღვაწეები და უსტინოვის კოლეგები გამოვიდნენ. 19 სექტემბერს პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა მსახიობისთვის შეფარდებული სასჯელი შეეცვალათ.

ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან

სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა

რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics