23:49 - 15 Oct, 2019
2019-09-20 13:51:51, 1329 ნახვა
დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი მკვლელობისთვის მსჯავრდებული 3 პირის შეწყალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ნადირაშვილი გამოკითხვის მიზნით,  უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს.

„2019 წლის 28 აგვისტოს  მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  გამოკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულია პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი.

დეპუტატი  საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.

შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

 გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.  მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics