22:58 - 15 Oct, 2019
2019-09-20 13:48:27, 1370 ნახვა
კალაძე 20 ივნისის მოვლენებზე: შეიძლება რაღაც ერთეულ შემთხვევებში ძალის გადამეტება იყო, ამას გამოძიება დაადგენს

თბილისის მერი და "ქარტული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უკვე აიღო. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, პასუხისმგებლობის აღება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომაში გამოიხატა. 

"20 ივნისის მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უკვე აიღო. ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომაში. რაც შეეხება იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც მოუწოდებდა მოსახლეობას პარლამენტი შტურმით აეღოთ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. შეიძლება რაღაც ერთეულ შემთხვევებში ძალის გადამეტება იყო, ამას გამოძიება დაადგენს. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს ვინც არის პასუხისმგებელი", - განაცხადა კახა კალაძემ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics