00:15 - 16 Oct, 2019
2019-09-20 13:28:12, 881 ნახვა
პროკურორი: ბავშვების პორნოგრაფიული მასალის გადაღება ავსტრალიელის სახლში ხდებოდა და რეალიზაციასაც ის ახდენდა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გადაღება ბრალდებულის სახლში მიმდინარეობდა.

 პროკურორის ინფორმაციით, მასალის რეალიზაციასაც სწორედ ავსტრალიის მოქალაქე ახდენდა.

„2019 წლის აგვისტოში დაკავებული იქნა საქართველოს 2 და ამერიკის 1 მოქალაქე, რომელთაც 2019 წლის 29 აგვისტოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ამის შემდეგ გაგრძელდა გამოძიება სხვა პირების მიმართაც, დაკავებული იქნა იმავე საქმეზე საქართველოს 7 მოქალაქე, რომელთაც გუშინ შეეფარდათ პატიმრობა. აგრეთვე იმ საქმიდან, რომელიც ჩვენ ივნისში დავიწყეთ  გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ავსტრალიის მოქალაქის მიმართ იგივე სახის დანაშაულებრივი საქმის შესახებ, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ბრალდების მხარეს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ავსტალიის მოქალაქეც ეწეოდა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადებას და გასაღებას, აგრეთვე არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს, რის გამოც ის დაკავებულ იქნა მისსავე საცხოვრებელ სახლში, სადაც მიმდინარეობა პორნოგრაფიის გადაღება, როგორ ფოტო-მასალის, ასევე ვიდეო-მასალის და დღეს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას შეეფარდა აღკვეთი ღონისძიება“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის ბავშვების მშობლები.

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics