22:56 - 15 Oct, 2019
2019-09-20 13:07:57, 836 ნახვა
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით პირებს, მათ შორის ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები ბრალს არ აღირებენ. მათი ახლობლების მტკიცებით მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა მიზნით უღებდნენ მათ შვილებს ფოტო და ვიდეო მასალას.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა, თუმცა დაცვის მხარე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის ბავშვების მშობლები. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics