22:56 - 15 Oct, 2019
2019-09-18 16:40:48, 1573 ნახვა
ცქიტიშვილი ზურაბიშვილის შეწყალებაზე: არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ბოროტად გამოიყენა ეს უფლება

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, არ მიიჩნევს რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების უფლება ბოროტად გამოიყენა. 

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეწყალების პროცედურა გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. 

"არ დავეთანხმები ამას, რომ ბოროტად გამოიყენა ეს უფლება. გვინდა, რომ შეწყალების პროცედურა იყოს გამჭვირვალე, იყოს სამართლიანი, გასაგები ყველასთვის და ისეთი სახით წარმართული, რომელიც ეს ქველმოქმედების აქტი არ იწვევდეს საზოგადოების კითხვებს. ამიტომ მე მივესალმები ამ შემთხვევაში ქალბატონი სალომეს ინიციატივას, რომ დროებით დააწესოს მორატორიუმი ამ პროცესზე", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics