22:58 - 15 Oct, 2019
2019-09-16 16:24:09, 2657 ნახვა
კენიაში, 14 წლის მოსწავლემ მენსტრუაციის გამო შერცხვენის შემდეგ, თავი მოიკლა

კენიაში, 14 წლის გოგომ მენსტრუაციის გამო შერცხვენის შემდეგ თავი მოიკლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მოზარდის დედის განცხადებით, მისმა ქალიშვილმა თავი მას შემდეგ ჩამოიხრჩო, რაც მასწავლებელმა საჯაროდ დაამცირა.

მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გასაპროტესტებლად სკოლასტან 200-მდე მშობელი შეიკრიბა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კენიაში მიიღეს კანონი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სანიტარული საფენებით უფასოდ მოამარაგებდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტის კომიტეტი იძიებს, რატომ არ ვრცელდება მიღებული კანონი ყველა სკოლაში.

გოგონას დედის თქმით, მასწავლებელმა მის შვილს "ჭუჭყიანი" უწოდა, რადგან სკოლის ფორმა დაესვარა და კლასიდან გააგდო. მომხდარის შესახემ გოგონამ დედას უამბო, რის შემდეგაც თავი ჩაოიხრჩო. 

BBC წერს, რომ კენიაში, ისევე როგორც მის მსგავს სხვა ქვეყნებში, ბევრ გოგოს ხელი არ მიუწვდება ჰიგიენის ნივთებზე, მათ შორის საფენებზე. გაეროს 2014 წლის ანგარიშის თანახმად, სუბ-საჰარის აფრიკაში 10-დან ერთი გოგო აცდენს სკოლას მენსტრუაციის გამო. შედეგად, განათლების 20%-ს კარგავენ, რის გამოც სკოლიდან რიცხავენ.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics