00:06 - 16 Oct, 2019
2019-09-15 22:29:42, 4883 ნახვა
ბედიის 999 წლის უნიკალური კომპლექსი განადგურების პირასაა

ბედიის 999 წლის უნიკალური კომპლექსი განადგურების პირასაა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ტაძრის კედლები თითქმის სრულად დაზიანებულია. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები.

ვიდეოში კარგად ჩანს ვანდალიზმი. ღვთისმშობლისა და სხვა ფრესკებზე იკითხება რუსული წარწერები. აყრილია ტაძრის იატაკი, შენობაში ჩანს ხარაჩოები და მიმდინარეობს არასათანადო მეთოდოლოგიით სარესტავრაციო სამუშაოები.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს ნიკა ანთიძის თქმით, ბედიის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიზედად კი რუსული ოკუპაცია დაასახელა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას უახლოეს დღეებში მიმართავს, რათა ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდეს ყველა იმ კულტურულ ძეგლზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო, განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

"სამწუხაროა, ის რომ ამ კადრებში კარგად ჩანს ტაძრის ტერიტორიაზე ანუ ინტერიერში, რომ დგას ისევ ხარაჩოები, დგას დუღაბისთვის მოსაზელი აპარატურა და შესაბამისი მოწყობილობები, თვითონ ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ზუსტად ოკუპაციის შედეგად ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მივმართავთ, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რამენაირად დაიძრას ის პროცესი, რათა ერთობლივი მონიტორინგი მაინც განხორციელდეს იმ ძეგლებზე, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია და რომელზეც ძალიან ბევრი უხეში ჩარევაა განხორციელებული" - აცხადებს, ნიკა ანთიძე.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics