23:34 - 15 Oct, 2019
2019-09-15 13:47:42, 6475 ნახვა
ფრინველები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ - აშშ-ს დაზვერვამ არქივი გახსნა

აშშ-ს ცენტრალურმა დაზვერვამ თავისი პროგრამის დეტალები გახსნა, რის მიხედვითაც ცხოველებს სადაზვერვო მისიისთვის წვრთნიდნენ. დოკუმენტები გამოქვეყნებულია აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს გვერდზე.
პროგრამა რომელიც უკვე დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია მოქმედებდა გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში. მეცნიერები იკვლევდნენ, შეეძლოთ თუ არა ეცოცხლათ კატებს, რომელთა ორგანიზმშიც ჩამაგრებული იყო მოსასმენი აპარატი. ამ ოპერაცია ერქვა " აკუსტიკური კატა"

 CIA ასევე ცდილობდა თავის სამუშაოში ფრინველები ჩაერთო. დაზვერვის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გამოკვლევაში ორნიტოლოგები ჩართო, რომელთა მიზანი იყო გაერკვიათ, რა სახეობის ფრინველები ბინადრობდნენ მდინარე ვოლგის შემოგარენში. დაზვერვის ოპერაცია ფრინველების გამოყენებით უნდა ჩატარებულიყო ქალაქ შიხანის ტერიტორიაზე სადაც საბჭოთა კავშირი ქიმიურ იარაღს ამზადებდა. ამერიკის დაზვერვას, იმედი ჰქონდა, რომ ფრინველების გამოყენებით, მიიღებდა ქიმიურ შემადგენლობას, რაც იმ დროს ქიმიური იარაღის შესაქმნელად გამოიყენებოდა.
1970 წლის დასაწყისში, ქორებს, არწივებს, ბეღურებს და თუთიყუშებს ასწავლიდნენ მცირე ფორმატის, მოსასმენი აპარატის გადატანას. იგეგმებოდა, რომ გაწვრთნილი ჩიტები, საბჭოთა კავშირში აღმოჩნდებოდნენ და მათ გაუშვებდნენ CIA -სთვის საინტერესო ობიექტებთან ახლოს.
მტრედების გაწვრთნა და მათი დაზვერვისთვის მომზადება, კალიფორნიის შტატში მიმდინარეობდა. მტრედებს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უნდა მოესმინათ.
ყველაზე პერსპექტიულ, მზვერავ ფრინველებად ყვავები ითვლებოდნენ, რადგან მათ ეკისრებოდათ მისია, ატომური სადგურები გადაეღოთ აშშ-ს დაზვერვისთვის. ცდებისსას ყვავმა "დო დო"-მ წარმატებებს მიაღწია, მცირე ზომის ფოტო მოწყობილობა გადაიტანა, სხვა ფრინველების თავდასხმაც მოიგერია, თუმცა მალევე დაიკარგა.
 საბოლოო ჯამში CIA -ს სადაზვერვო საქმიანობაში ფრინველები არ გამოუყენებია. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics