22:56 - 15 Oct, 2019
2019-09-15 11:47:23, 2997 ნახვა
აშშ საუდის არაბეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს

პასუხისმგებლობა კომპანია Saudi Aramco-ზე თავდასხმაში ეკისრება ირანის ისლამურ რესპუბლიკას - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა.
"საუდის არაბეთზე განხორციელებული ასამდე თავდასხმის უკან თეირანი დგას, ჰასან როუჰანი და მოჰამედ ჯავად ზარიფი კი​ თვალთმაქცურად არიან დიპლომატიაში ჩართული. დეესკალაციისკენ მოწოდების ფონზე ირანმა უპრეცედენტო შეტევა განახორციელა, რითაც მსოფლიოს ენერგეტიკას შეუქმნა საფრთხე. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ იერიში იემენის ტერიტორიიდან განხორციელდა." - განაცხადა პომპეომ.

გუშინ ქალაქ აბკაიკში კომპანია „არამკოს“ ქარხანაზე, ასევე კურაისის ნავთობპროდუქტის რეზერვუარზე შეტევები უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა, რის შემდეგაც ორივე ლოკაციაზე ცეცხლი გაჩნდა.

მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენში ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა აიღეს. მათი განცხადებით, საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმისთვის 10 უპილოტო საფრენი აპარატი იყო გამოყენებული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics