22:58 - 15 Oct, 2019
2019-09-13 16:26:15, 2937 ნახვა
​მასშტაბური გაფიცვა პარიზში - ქალაქი მეტროპოლიტენის დაკეტვის გამო, პარალიზებულია [ვიდეო]

მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვის გამო, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გაფიცულები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც პენსიას შეეხება. მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანაში უნივერსალური პენსია უნდა ამოქმედდეს და ეს სამართლიანი იქნება. 

მედიის ცნობით, დღეს მოქმედი კანონით, მემანქანეებს აქვთ უფლება რთული სამუშაო პირობების გამო, პენსიაზე, სხვებთან შედარებით 8 წლით ადრე, 55 წლის ასაკში გავიდნენ. ცვლილების შემდეგ, რომლის განხილვა პარლამენტში 2020 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, საპენსიო ასაკი გათანაბრდება. 

ამ კანონპროექტმა მემანქანეებში უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ გაფიცვა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ ეს საფრანგეთში ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა. ამ დროისთვის, პარიზის მეტროს 16 ხაზიდან მხოლოდ 6 მუშაობას, ისიც შეფერხებით. ფაქტმა საფრანგეთის დედაქალაქში ქაოსი გამოიწვია. მოსახლეობას სკუტერებით და ველოსიპედებით უწევს გადაადგილება. 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics