20:12 - 15 Nov, 2019
2019-09-13 14:04:31, 3366 ნახვა
ზახაროვა დასავლეთზე: ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით და სამხედრო ბლოკებში ითრევენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა დასავლეთს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს. 

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, დასავლელი კოლეგები რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკას იყენებენ და ოკუპაციაზე საუბრობენ. გარდა ამისა, მან ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "უკვე შემდგარ, სუვერენულ სახელმწიფოებად" მოიხსენია. 

"ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელი კოლეგები განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში, ყველაფერს აკეთებენ რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან, რეგიონში უსაფრთხოების დამყარებით. და საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე. სწორედ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ალიანსში მიღების გარანტიის შესახებ, სააკაშვილის რეჟიმმა აღიქვა როგორც პირდაპირი სიგნალი „სამხრეთ ოსეთში“ აგრესიისთვის, რამაც, საბოლოოდ, რეგიონში ცვლილებები გამოიწვია.  აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ეყრდნობიან რუსეთის მოკავშირულ დახმარებას და რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტია, ამაგრებენ თავის სახელმწიფოებრიობას. გასულ წლებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედგნენ როგორც სუვერენული სახელმწიფოები", - განაცხადა ზახაროვამ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - პირდაპირი ეთერი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics