22:54 - 15 Oct, 2019
2019-09-13 11:03:18, 4566 ნახვა
გოცირიძე: ხაზარაძის პარტია წაიღებს იმ ხმებს, რომელიც ივანიშვილმა დაკარგა

"კარგია თუ ცუდი მამუკა ხაზარაძის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების მიერ პარტიის შექმნა, უნდა შევაფასოთ შემდეგი კრიტერიუმით: ხაზარაძის პარტია წაიღებს იმ ხმებს, რომელიც დაკარგა ივანიშვილმა. თუ ამ ხმებს ხაზარაძე ჩააბრუნებს უკან, ივანიშვილის ყულაბაში, მაშინ ცუდია, თუ არა- კარგი. როგორ მოიქცევა ეს პარტია, დღეს ვერავინ გაიგო. ამიტომ მოუწევს ყველა პარტიას წინასწარ თქვას ნათლად და ხმამაღლა - წითელი ხაზი, რომლის მიღმა დგას ივანიშვილ-ინაშვილის ალიანსი, გადაიკვეთება თუ არა. ვინც იტყვის არას, ქვეყნის მხარესაა, ვინც იტყვის კის-რუსეთის. აი,ასე მარტივადაა საქმე. მე მგონია, რომ ხაზარაძის პარტია მალე (ალბათ დამფუძნებელ ყრილობაზე), იტყვის, რომ არ დადგება არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილთან".

 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics