10:56 - 16 Sep, 2019
2019-09-11 16:39:21, 401 ნახვა
ლომია: კარგი იქნება თუ კრამერი ბოდიშს მოიხდის - ამერიკის საელჩოში ნატოს გავგზავნით

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი გია ლომია, ამერიკელი მკვლევარისგან დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

როგორც ლომიამ აღნიშნა, "პატრიოტთა ალიანსი" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ნოტის გაგზავნას აპირებს. 

"არავითარ პროვოკაციად არ უნდა შეფასდეს ქალბატონი ირმა ინაშვილის ვიზიტი გუშინდელ კონფერენციაზე. რადგან ღონისძიება ტარდებოდა სასტუმროში, ხოლო სასტუმრო არის საჯარო სივრცე და არანაირი დაპატიჟება არ არის საჭირო. უცხო ქვეყნის მოქალაქე ხარ ბოლოს და ბოლოს, ჩამოსული ხარ ქეყანაში და მასპინძელთან ცოტა უხეში საუბარი, ამაზრზენია. თუნდაც ის, როგორ ექცეოდა ჟურნალისტებს, ყრიდა დარბაზიდან. შეიძლება ჟურნალისტებს ასე ექცეოდე. აუცილლებლად გაიგზავნება ნოტა ამერიკის სარლჩოში, ბატონი კრამერისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ, რადგან მისი გუშინდელი საქციელი იყო არაადეკვატური", - განაცხადა ლომიამ.  

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What? "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი მივიდა. დეპუტატის მისვლის შემდეგ ადგილზე ვითარება დაიძაბა. ინაშვილმა სიტყვით გამოსვლა ითხოვა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც მოგვიანებით პოლიტიკოსმა განმარტა, მას სურდა მოხსენებით გამოსვლა, კერძოდ კი, "ევროპული საქართველოს" წევრისთვის გიგა ბოკერიასთვის პასუხის გაცემა, რომელიც, ინაშვილის მტკიცებით, 2 დღის განმავლობაში, კონფერენციაზე მისი პარტიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. ხსენებული მოვლენების დროს, ირმა ინაშვილსა და ამერიკელ მკვლევარს დევიდ კრამერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც კრამერმა ინაშვილს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






გახარია პატრიარქს ეახლა
პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics