10:22 - 16 Sep, 2019
2019-09-11 13:37:45, 471 ნახვა
ადვოკატი ე.წ. გახარიას წერილზე: ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, დადგინდა რომ, ე.წ. გახარიას წერილზე, ათეულობით თითის ანაბეჭდია. 

ადვოკატის განმარტებით, ბრიტანეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგს პროკურატურაში წარადგენენ. 

„ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ. მასზე ათეულობით ანაბეჭდია. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე, რთული, მან უნდA მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიკიფიკაცია და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე.  გრძელდება ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზები, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რა მონაცემებიც გვაქვს, ის პროკურატურას წარვუდგინოთ. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ. ეს გამოძიების საქმეა. ერტადერთი ორგანო, რომელსაც აქვს უფლება, რომ გასცეს ყველაფერს პასუხი, ეს არის პროკურატურა", - განაცხადა კორძაძემ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics