18:50 - 15 Nov, 2019
2019-09-11 13:18:55, 9253 ნახვა
მიხაელ შუმახერი 6 წლიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გონზე მოვიდა

ფორმულა 1 -ის პილოტი და მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გონზე მოვიდა და კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien წერს.
 პარიზის ჟორჟ პომპიდუს სახელობის საავადმყოფოში, პერსონალი ადასტურებს, რომ შუმახერი ნამდვილად გონზეა და მისი გამოჯანმრთელების დინამიკა სტაბილურია. 
მიხაელ შუმახერმა 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას მიიღო თავის ქალის მძიმე დაზიანება და კომაში აღმოჩნდა. ის დღემდე სარეაბილიტაციო კურსს გადის. 
სამედიცინო მეთვალყურეობა სპეციალიზებულ საავადმყოფოში და ფსიქოლოგის მეთვალყურეობა შუმახერის ოჯახს კვირაში 50 ათასი ფუნტი სტერლინგი უჯდება.

შუმახერი „ფორმულა-1-ში“ 1991 წლიდან 2006-მდე და 2010-დან 2012 წლამდე გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში, ის შვიდგზის ჩემპიონი გახდა, ჰემილტონმა კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია პარლამენტთან






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics