10:29 - 16 Sep, 2019
2019-09-11 13:05:38, 340 ნახვა
IDFI - იანვარ-ივლისში დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 38 748 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,23%-ით აღემატება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა.

„7 თვეში ცალკეული დანაშაულების ზრდის მიზეზად, შესაძლებელია განხილულ იქნას სამინისტროს მიერ დასახელებული ერთ-ერთი მიზეზი, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, პოლიციისადმი მიმართვიანობის მატებას უკავშირდება. თუმცა, წინა წლის ანალოგიური მეთოდოლოგიით სტატისტიკის აღრიცხვიანობის პირობებში, დანაშაულების მატება (მაგ. ქურდობა, ძარცვა, გაუპატიურება, ა.შ.) კრიმინოგენური მდგომარეობის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს.

ასევე, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის კლების ტენდენციაც“, - ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.

 

სრული ანალიზის იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2lI0EH8




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics