10:33 - 16 Sep, 2019
2019-09-11 11:58:41, 136 ნახვა
იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემაში ამერიკული გამოცდილების დანერგვა და პარტნიორებისთვის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობაა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე.

ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს  ხელმძღვანელთან ქეთლინ ჰოკ სოიერთან. თეა წულუკიანმა ამერიკელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომელიც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების 2019-2020 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მხარეებმა ისაუბრეს პატიმართა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის, დანაშაულის პრევენციისა და განმეორებითი დანაშაულის შემცირების საკითხებზე. თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოებისა და კრიმინალის შემცირებისათვის ეს მიმართულებები უმნიშვნელოვანესია.

თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს შორის მსჯავრდებულებისთვის ისეთი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელიც მომავალში მათი დასაქმებას, პროფესიულ სწავლებას, განათლების მიღებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ქართული რეფორმების მხარდაჭერისა და ქართული მხარისათვის ამერიკული გამოცდილების გაზიარებისათვის.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics